ვახტანგ გომელაური - ვგმობ მედიაზე ძალადობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები
ვახტანგ გომელაური - ვგმობ მედიაზე ძალადობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრისას, „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა 1990-წლების მიტინგებზეც არ ახსოვს.

„გეთანხმებით, მე ვგმობ ამას, ძალიან მძიმეა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები. ეს იყო მართლა უპრეცედენტო შემთხვევა. ასეთი რაღაც მართლა არ მახსოვს. 27 წელზე მეტია, ძალოვან უწყებაში ვმუშაობ, ასეთი რაღაც არასდროს, არც 1990-იანი წლების მიტინგებზე არ მახსოვს, რომ ჟურნალისტებზე მსგავსი ძალადობა განეხორციელებინათ. ეს იყო კატასტროფა. ძალიან მძიმე იყო ყველასთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.