ვახტანგ გომელაური სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ვახტანგ გომელაური სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სოფელ ჩორჩანაში 2019 წელს პოლიციის საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

გომელაურმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თავად ამ საგუშაგოს გახსნის წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, 2019 წელს, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის დროს ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია იკავებდა.

ამასთან, ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კითხვები დაუსვეს გიორგი გახარიასაც.