ვახტანგ გომელაური - შეიძლება, ამ გადმოსახედიდან პანკისის ხეობაში უფრო მეტი სპეცდანიშნულების დანაყოფი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო
ვახტანგ გომელაური - შეიძლება, ამ გადმოსახედიდან პანკისის ხეობაში უფრო მეტი სპეცდანიშნულების დანაყოფი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო

არ მეშინია გამეორება, შეიძლება, ამ გადმოსახედიდან პანკისის ხეობაში უფრო მეტი სპეცდანიშნულების დანაყოფი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაშვებული იყო შეცდომა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობასთან უფრო მეტი უნდა ემუშავა.

„პანკისის ხეობაში უნდა შესულიყო პოლიცია. არ მეშინია გამეორება, შეიძლება, ამ გადმოსახედიდან უფრო მეტი სპეცდანიშნულების დანაყოფი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო და არა ის, რომ ჩვენ ვურჩიეთ და ამ ადამიანმა ან უწყებამ არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. სპეციფიკური ხეობა და რაიონია. არ ვიტყვი, რომ მხოლოდ შსს-ს შეცდომა იყო ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. ვიტყოდი, რომ ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომ მანამდე უფრო მეტი უნდა გვემუშავა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, როცა შედის კომპანია, უწვავენ ექსკავატორს და ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და უნდა დაეცვა ისინი. თავიდან არ შეუყვანიათ სპეცრაზმი. შემდეგ 30-35 კაცი შევიდა დარომ დაიძაბა, უკვე ანალოგიურად, მეც იგივეს გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.