ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის მნიშვნელობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით.

ვახტანგ გომელაურმა ტოივო კლაარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ნფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.