ვახტანგ გომელაური - უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი ათი სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომლებიც ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა
ვახტანგ გომელაური - უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი ათი სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომლებიც ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა

2023 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით და წყლის სატრანსპორტო საშუალებებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, ყველა მეხანძრე-მაშველი უმაღლესი სტანდარტის ცეცხლმედეგი ფორმით და შესაბამისი სპეცტექნიკით არის აღჭურვილი.

„გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა ორ მილიონ ლარამდე ღირებულების ოთხი სწრაფმავალი კატარღა, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახანძრო-სამაშველო მანქანა, სამი მილიონ ხუთასი ათასი ლარის ღირებულების მეხანძრე-მაშველისთვის საჭირო სპეციალური ეკიპირება და ოთხ მილიონ ლარამდე ღირებულების სახანძრო ტექნიკური ცეცხლგამძლე სამოსი. რამდენიმე კვირის წინ უკვე ექსპლუატაციაში გაეშვა 2023 წელს ნაყიდი ათი სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომლებიც განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის და უკვე გადანაწილდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერისთვის, საანგარიშო პერიოდში დონორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სახის აღჭურვილობა და სპეცტექნიკა გადმოგვეცა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მეხანძრე-მაშველების ეფექტურ მუშაობას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.