ვახტანგ გომელაური - „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით
ვახტანგ გომელაური - „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათზე“.

გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ხუთი „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.