ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ხვდება
ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ხვდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

გომელაური ორბელიანების სასახლეში დაახლოებით 20 წუთის წინ მივიდა.

ადგილზე იმყოფება შსს-ს პრესსასახურის წარმომადგენელი, თუმცა შეხვედრის თემა ჯერ არ სახელდება.

ამასთან, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.