ვახტანგ გომელაური - ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ამომრჩეველმა ხმა მისცა, კეთილი უნდა ინებონ, მობრძანდნენ პარლამენტში და იმუშაონ
ვახტანგ გომელაური - ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ამომრჩეველმა ხმა მისცა, კეთილი უნდა ინებონ, მობრძანდნენ პარლამენტში და იმუშაონ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ცუდი, როცა ოპოზიცია არაა წარმოდგენილი პარლამენტში და სხვა თემაა, თავად გრძნობენ თუ არა ამის გამო დისკომფორტს.

გომელაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ამომრჩევლებმა ხმა მისცეს, პარლამენტში უნდა იმუშაონ და საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულონ.

„ჩემი აზრით, პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი, არა გომელაურის, ან ვინმე სხვისი დისკომფორტი, ეს მეათე ხარისხოვანია. კომფორტულად ვიჯექი შიგნით, თუ დისკომფორტს ვგრძნობდი, ეს სხვა თემაა. ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი და ამ ხალხმა კეთილი უნდა ინებოს, ხმა რომ მისცა მოსახლეობამ (ჩვენი გუნდი, ყველა პატივს სცემს იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას), უნდა მობრძანდნენ, დაიკავონ თავისი სკამები, იმუშაონ და გააკეთონ ის, რაც მათმა ამომრჩეველმა დაავალათ“, – განუცხადა გომელაურმა პარლამენტში ჟურნალისტებს.