ვახტანგ გომელაური - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის, განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, რისკების შეფასების ინსტრუმენტი გადამუშავდა
ვახტანგ გომელაური - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის, განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, რისკების შეფასების ინსტრუმენტი გადამუშავდა

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის აქტიური ჩართულობით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ  გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შესაბამის ბრძანებაში უკვე განხორციელდა საჭირო ცვლილებები.

„აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, უფრო მეტ მსხვერპლს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ძალადობისგან დაცვის ისეთი ეფექტიანი საშუალებით, როგორიც არის ელექტრონული ზედამხედველობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საშუალებით სარგებლობისთვის აუცილებელია თავად მსხვერპლის თანამშრომლობა პოლიციასთან და მისი თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება 2023 წლის პირველი მაისიდან შევა ძალაში.