ვახტანგ გომელაური - მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება
ვახტანგ გომელაური - მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება.

ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.

„2022 წელს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უკვე შეუდგნენ საქმიანობას. რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.