ვახტანგ გომელაური - მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოისპოს ნარკოტიკების პრობლემა, ნარკომოვაჭრეების დაკავებები გასამმაგებული და გაოთხმაგებულია
ვახტანგ გომელაური - მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოისპოს ნარკოტიკების პრობლემა, ნარკომოვაჭრეების დაკავებები გასამმაგებული და გაოთხმაგებულია

არის გამოწვევები, პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, უამრავი დაკავებებია, გასამმაგებული და გაოთხმაგებულია, 2020 წელს 71 ნარკომოვაჭრე იყო დაკავებული, დღეს 280-290-ზე ვართ ასული. ასევე, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართულებით საქმის აღძვრა იყო 3000 ფაქტზე, დღეს ეს მაჩვენებელი 7000-მდეა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ნარკოტიკებთან საბრძოლველად.

„მაქსიმალურს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ მოისპოს პრობლემა. ეს მსოფლიო პრობლემაა. არის იაფფასიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვისაც, სტუდენტებისთვისაც და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს. შეიძლება, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გავიდეს ახალგაზრდებში,  უნივერსიტეტებში, დამამთავრებელ კლასებში. ალბათ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. მსოფლიო პრობლემა არის ნარკოტიკების გასაღება ინტერნეტით. ჩამოსული იყვნენ გერმანის, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები, უარესი პრობლემებია იქაც და იმავე პრობლემის წინაშე დგანან ისინი, რის წინაშეც ვართ ჩვენც. მარტო კანონის გამკაცრებით ვერ აღმოიფხვრება პრობლემა, თუ არ მივაშველეთ საზოგადოებრივი და საინფორმაცია კლიპები თუ ლექციების ჩატარება“, – განაცხადა გომელაურმა.