ვახტანგ გომელაური - მადლობა თანამშრომლებს, ნებისმიერი ევროპული, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა იმ სტანდარტით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენებისას აჩვენა
ვახტანგ გომელაური - მადლობა თანამშრომლებს, ნებისმიერი ევროპული, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა იმ სტანდარტით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენებისას აჩვენა

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ყველა ჩემს თანამშრომელს, რომელმაც ღირსეულად დაიცვა როგორც ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, მისი დეპუტატები, ასევე შეინარჩუნა წესრიგი დედაქალაქის ქუჩებში, დაიცვა რუსთაველზე მშვიდობიანად შეკრებილი უამრავი ადამიანის უსაფრთხოება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენების დროს აჩვენა.

„თუ ვთანხმდებით, რომ ყველას გვსურს სამართლებრივი სახელმწიფო, მშვიდობიანი ქვეყანა, განვითარება, ამისათვის, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანი უნდა დაემორჩილოს კანონს, და არა გამუდმებით თავს ვესხმოდეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს და პოლიტიკურად მოტივირებული, არაჯანსაღი კრიტიკით, ბრალდებებით, მათ შორის, პოლიციის მიმართ, ვასუსტებდეთ ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, ჩვენს სახელმწიფოს. ნებისმიერი ევროპული, დასავლური, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენების დროს აჩვენა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.