ვახტანგ გომელაური - კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ
ვახტანგ გომელაური - კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ

კარგი იქნება, რომ მომისმინონ, იქ კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ. ალბათ, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავარი არხის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომლის თქმითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები.

მინისტრის თქმით, თუ გამოსაძიებელი იქნება, შესაბამისი სტრუქტურები აუცილებლად გამოიძიებენ.

„ჩემი აზრით ამ განცხადებაზე დეტალებში ჩასვლა ჩემი მხრიდან ზედმეტია. კარგი იქნება რომ მომისმინონ, იქ კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ. ალბათ, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელი იქნება. მე არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“, – განაცხადა გომელაურმა.

დატოვე კომენტარი