ვახტანგ გომელაური - გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენებაო, ახლა ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ
ვახტანგ გომელაური - გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენებაო, ახლა ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

„ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.