ვახტანგ გომელაური - გიორგი გახარიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს, ჩემთვის მის განცხადებამდეც ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა
ვახტანგ გომელაური - გიორგი გახარიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს, ჩემთვის მის განცხადებამდეც ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

გომელაურის თქმით, გიორგი გახარიასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ახლაც აქვს.

„ბევრჯერ იყო კითხვები, რომ ჩვენს შორის რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არც ახლა არის, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო. ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, პირიქით, ჯანსაღია და სწორია. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კითხვები და სხვადასხვა აზრი გუნდში. განცხადებამდე, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცოდი? კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელთანაც მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს – ელემენტარული პატივისცემაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.