ვახტანგ გომელაური გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა
ვახტანგ გომელაური გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური უსაფრთხოებისა და კრიზისების საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კრიზისულ სიტუაციებში უწყებების კოორდინაციის საკითხები, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობას.