ვახტანგ გომელაური - გამოძიების ხარისხის, ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე დაიწყო მუშაობა
ვახტანგ გომელაური - გამოძიების ხარისხის, ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე დაიწყო მუშაობა

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზის პლატფორმაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს 2023 წელს ტრენინგი ჩაუტარდათ პოლონეთში. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ საანგარიშო პერიოდში წარმატებით განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია და დეპარტამენტმა ექსპერტიზის 12 ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის (ISO) მოთხოვნებთან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. გარდა ლაბორატორიების აკრედიტაციისა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოხდა განაცხადის შეტანა შემთხვევის ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც გულისხმობს დანაშაულის ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშობას. დეპარტამენტის ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო მიმართულებებში მოხდა ახალი აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა. დეპარტამენტმა შეიძინა ათი დაქტილოსკოპიური სკანერი პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც განთავსდა ქვეყნის მასშტაბით არსებულ დროებითი მოთავსების ათ იზოლატორში, რითიც შესაძლებელია იზოლატორში შეყვანილი პირის ადგილზე დაქტილოსკოპირება,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.