ვახტანგ გომელაური - ესებუას საქმეზე საზოგადოების ინტერესი მაღალია, მაგრამ როდის დავაკავებთ, უბრალოდ ვერ გეტყვით
ვახტანგ გომელაური - ესებუას საქმეზე საზოგადოების ინტერესი მაღალია, მაგრამ როდის დავაკავებთ, უბრალოდ ვერ გეტყვით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით უპასუხა.

როგორც გომელაურმა განაცხადა, გასაგებია, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე საქმეზე ვერ ისაუბრებს.

„მესმის დიდი ინტერესი. არ მიყვარს ბაქი-ბუქით და ტრაბახით საუბარი. მისი დაკავება შეიძლება ხვალ მოხდეს, შეიძლება ზეგ, შეიძლება ერთი წლის შემდეგ. მაგალითად, 2- 3 კვირის წინ დავაკავეთ მძიმე მკვლელობაზე ადამიანი, რომელმაც დანაშაული 12 წლის წინ ჩაიდინა. როდის დავაკავებთ უბრალოდ, ვერ გეტყვით.

იმას მეკითხებით, რომ მოვყვე სად ვართ მისულები. სად ველოდებით ბატონ ესებუას. ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ, რომ ზეგ მოვალთ და მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან. არასწორი კითხვებია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა