ვახტანგ გომელაური - ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი, ამაზე საუბარი არ ყოფილა
ვახტანგ გომელაური - ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი, ამაზე საუბარი არ ყოფილა

ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი, ამაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილება თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

„ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი. არაფერი განიხილება. დაახლოებით ცხრა წელია, რაც თანამდევობაზე ვარ. ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი, ისე იქნება. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა“, – განაცხადა გომელაურმა.