ვახტანგ გომელაური - აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს
ვახტანგ გომელაური - აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მინისტრის თქმით, ზოგადად, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგა უწყებებს ახლო ურთიერთობა აქვთ.

„ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან, ამ შემთხვევაში გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, როგორც ჩვენ, ასევე უსაფრთხოების სამსახურს, ჩვენს კოლეგა უწყებებს“, – განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში დააკავეს.