ვახტანგ გომელაური - არც მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ადამიანებს, რომლებმაც თქვეს, თითქოს მე გავეცი ჟურნალისტების ცემის ბრძანება, ეს ხომ იდიოტიზმია
ვახტანგ გომელაური - არც მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ადამიანებს, რომლებმაც თქვეს, თითქოს მე გავეცი ჟურნალისტების ცემის ბრძანება, ეს ხომ იდიოტიზმია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების დროს პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

მისივე თქმით, იდიოტიზმია საუბარი, თითქოს გომელაურმა გასცა ჟურნალისტების ცემის ბრძანება.

„სპეცდანიშნულების რაზმი ყველა გამოყვანილი იყო, 3 200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. თავიდან იყო სამი ლოკაცია, შემდეგ გახდა 8, ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 3 200 კაცი რომ გაანაწილო 20 ლოკაციაზე, დაახლოებით 150 ადამიანი გამოვა ერთ ლოკაციაზე. რისი საშუალებაც იყო, მთელი თბილისის მასშტაბით გაშლილი იყო 3 200 კაცი. გაერო-ს ოფისთანაც იყვნენ. არც მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ამ ადამიანებს, ვინც თქვა, თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები სცემონ, ეს ხომ იდიოტიზმია, უკაცრავად? არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი, თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, რომ ასეთი რაღაც გააკეთოს? არ მომხდარა ასეთი რაღაც, რომ ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ, ასეთი მასიური, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა. მიუღებელი, საშინელებაა, რა თქმა უნდა, ვგმობ, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა.

მინდა, ხაზი გავუსვა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. საუბარი, რომ პოლიცია გვერდზე იდგა, არ ინძრეოდა და საერთოდ არ ეხმარებოდნენ, ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს. ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო, მოძალადეებს ვაკავებდით“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.