ვახტანგ გომელაური - არც ჩვენ გვიხარია მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს
ვახტანგ გომელაური - არც ჩვენ გვიხარია მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს

არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი ჯარიმდება.

„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება. გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს ხოლმე. დარღვევები დაახლოებით 1 000-მდეა. საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად, საღამოს 21:00 საათზე, რეგულაციების დარღვევისთვის პლიუს-მინუს 100 ადამიანი ჯარიმდება. პირბადეზე კი დაახლოებით 1 000-მდე ადამიანი ჯარიმდება. სამწუხაროდ, მაინც ხდება ასეთი დარღვევები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.