ვახტანგ გომელაური - არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ
ვახტანგ გომელაური - არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წელს შეიქმნა არასრულწლოვნების მთავარი სამმართველო თბილისში, მათზე მორგებული გარემო დამატებით მოეწყო ბათუმში, ქუთაისსა და პანკისში. უწყება ამ მიმართულებით მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას.

„არასრულწლოვნების რეფორმაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნე, წელს შეიქმნა არასრულწლოვნების მთავარი სამმართველო თბილისში. არასრულწლოვნებზე მორგებული გარემო დამატებით მოეწყო ბათუმში, ქუთაისსა და პანკისში.

არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. მომავალ წელს დამატებით მოეწყობა შესაბამისი გარემო გორში, გურჯაანსა და ახალციხეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გაკეთდა მთლიანი სართული, ფლიგელი.

არასრულწლოვანთა მიმართულებით არიან სპეციალიზებული გამომძიებლები, დეტექტივები, რომლებიც მუშაობენ. ჩართული არიან ფსიქოლოგებიც. ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ, ჩვენ გვჭირდება გამომძიებლები, ფსიქოლოგები რაიონებშიც და ამაზე ვმუშაობთ. იმედია, მომავალ წელს დავასრულებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.