ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელ ბადრი ესებუაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს
ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელ ბადრი ესებუაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელ ბადრი ესებუაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბადრი ესებუას საერთაშორისო ძებნილად გამოცხადება, გომელაურმა უპასუხა: გამოვაცხადებთ ალბათ“.

„ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ხდება. გამოძიება რა ეტაპზეა და ძებნილად გამოცხადებაზე მიდის მუშაობა. მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიდის. აუცილებლად გაცნობებთ, როგორც კი დავაკავებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, არასწორია შეფასება, რომ ქვეყანაში კრიმინალი გახშირდა.

„სად გახშირდა, აბა, მითხარით. ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ეს ადამიანი. გახშირდა არის ათი და ოცი რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ხდება. ხელყუმბარით შევარდნის ფაქტს რაც შეეხება, დავაკავეთ ეს ადამიანი, რა თქმა უნდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი