ვახტანგ გომელაური - შეშას და კასრებს არ შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას
ვახტანგ გომელაური - შეშას და კასრებს არ შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აქციას დაშლიან, თუ მომიტინგეები გზებს გადაკეტავენ და დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს.

„დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს. რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?  შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და ბოჭკები, უნდათ ჭიდაობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. გომელაურის თქმით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი უნდა დაიწყოს.

„თუ გარეთ იდგებიან, სამწუხაროდ, ვერასდროს მოილაპარაკებენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამენტთან და მის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.