ვახტანგ გომელაური - ახლა მთავარი საზრუნავია, ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს
ვახტანგ გომელაური - ახლა მთავარი საზრუნავია, ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს

ახლა მთავრი საზრუნავია, ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს, – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშნის დამონტაჟების შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სუს-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ დროისთვის დასაზუსტებელია, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზეა ე.წ. სასაზღვრო ნიშა დამონტაჟებული.

„ცხელი ხაზი გაააქტიურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა. ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ხვალ ტექნიკური შეხვედრაა, იქაც დადგება ეს საკითხი, დაზუსტდება და აუცილებლად გაცნობებთ ინფორმაციას. ახლა მთავრი საზრუნავია, უსაფრთხოდ იყოს ე.წ. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟეს.