ვახტანგ გომელაური - ადამიანი 10-ჯერ არღვევდა კანონს და შენიშვნით იფარგლებოდა, ეს ახალისებდა ზოგ-ზოგიერთებს, როდესაც აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც
ვახტანგ გომელაური - ადამიანი 10-ჯერ არღვევდა კანონს და შენიშვნით იფარგლებოდა, ეს ახალისებდა ზოგ-ზოგიერთებს, როდესაც აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქცია იმდენად მსუბუქი იყო, რომ ხშირად მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა, რაც გარკვეულ პირთა წახალისებას ახდენდა, ქმედება განმეორებით, მრავალგზის ჩაედინათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ კანონი თითქმის არ მუშაობდა, ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, შსს-ში ვიმსჯელეთ. ადამიანი, ვთქვათ, 10-ჯერ არღვევდა ამ კანონს, 166-ე ან 173-ე მუხლს და ეს თემა შენიშვნით იფარგლებოდა. ეს ხშირად ხდებოდა და ახალისებდა ზოგ-ზოგიერთებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, კანონი ყველა მოქალაქეზე მოქმედებს და არ არის გათვლილი კონკრეტულ პირებზე.

„მარტო აქტივისტებზე არ არის გათვლილი. ეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსია. ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე მოქმედებს. არა მარტო ოპოზიციაზე, როგორც საუბრობენ, არამედ ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის, ჩემს შვილზე და ყველაზე“, – განაცხადა გომელაურმა.

დატოვე კომენტარი