ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა დაზიანებები დაკავების დროს მიიღო
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა დაზიანებები დაკავების დროს მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა დაზიანებები დაკავებისას მიიღო.

ამასთან, გომელაურის თქმით, ის შეხვდა დაკავებულს.

„თანამზრახველებთან დაკავშირებით გამოძიება მიდის და მე ვერც დავდასტურებ და ვერც უარვყოფ, თუმცა არ გამოიკვეთა ვინმესთან კავშირი. დაზიანებები ჰქონდა სახეზე, დაკავების დროს მიიღო. კაცს ჰქონდა ასხმული ბომბები, ხელყუმბარები და დააკავეს, ძირს დააწვინეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გრიგოლ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.