ვახტანგ გომელაური - 30 წელია, ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ, აქამდე არ მინახავს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვას უპირებდნენ
ვახტანგ გომელაური - 30 წელია, ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ, აქამდე არ მინახავს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვას უპირებდნენ

30 წელია, ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ, ასეთი რამ აქამდე არ მინახავს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვას უპირებდნენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, 100 ადამიანამდე შეაჩერა პოლიციამ, საიდანაც დააკავა ათი, მათ ელექტროშოკები და ქვები მიჰქონდათ აქციაზე.

„მოჰქონდათ ქვები მეორე დღეს და როცა ეუბნებოდნენ სამართალდამცველები, გადაყარეო, ზოგი მათგანი წინააღმდეგობაში შედიოდა პოლიციასთან და იძულებულები იყვნენ, დაეკავებინათ, თორემ არავის სურდა მათი დაკავება და გადაყვანა. მე 30 წელია, ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ, უსაფრთხოების სამსახური იყო თუ პოლიცია, მანამდე უშიშროების სამსახური, სახელმწიფო დაცვის სამსახური, ასეთი რამ არ მინახავს. არც შევარდნაძის დროს მინახავს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვა დაუპირეს. ამ დროს გამოდის ოპოზიცია და მაპატიეთ, ბოდიშს გიხდითო და იცავთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი უნდათ, რომ გამოუშვათ. აბა, ვინ წაუკიდა ცეცხლი? პოლიციელები უკიდებდნენ ერთმანეთს ცეცხლს?“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.