ვახტანგ ცინცაძე - მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, საქონლით ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში პოზიტიური ტენდენციები
ვახტანგ ცინცაძე - მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, საქონლით ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში პოზიტიური ტენდენციები

მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, საქონლით ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია.

„იანვარ-ივლისის მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ივლისის ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ იზრდება საქართველოს მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ, რაც საქართველოს მთავრობის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ ივლისის თვეში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, განათლების, მშენებლობის, ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირებული ტენდენციები. მთლიანობაში, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობის ზრდა; ასევე, საქონლით ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. ჩვენი მოლოდინით, აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და შენარჩუნდება მომდევნო თვეებშიც“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.