ვახტანგ ბუცხრიკიძე - საბანკო რეგულაციების მოლოდინის გამო, ოქტომბერში სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა 
ვახტანგ ბუცხრიკიძე - საბანკო რეგულაციების მოლოდინის გამო, ოქტომბერში სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა 

ახალი საბანკო რეგულაციების მოსალოდნელი ამოქმედების გამო, ოქტომბერში სესხებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

ბუცხრიკიძე ვარაუდობს, რომ რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, ნოემბერ-დეკემბერში საბანკო სექტორში ზრდა ფაქტობრივად არ იქნება, თუმცა ზრდა დაფიქსირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, სადაც რეგულაციების ამოქმედება არა ნოემბრიდან, არამედ 2019 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

„თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბანკო სექტორმა ეროვნულ ბანკს რეგულაციების გადავადება შესთავაზა, თუმცა ცვლილებები სავარაუდოდ, მაინც პირველ ნოემბერს ამოქმედდება.

„მომავალ წელს საცალო სესხების ზრდა ალბათ შემცირდება, მცირე და საშუალო ბიზნესის და კორპორატიული სესხების პორტფელის ზრდა კი, 2018 წელთან შედარებით ნაკლები იქნება“, – აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

რაც შეეხება გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ბუცხრიკიძის განცხადებით, საბანკო ასოციაცია მთლიან შიდა პროდუქტზე 3-პროცენტიან ნეგატიურ ეფექტს ვარაუდობს, ეროვნული ბანკის პროგნოზი კი, 0.9 პროცენტს შეადგენს.