ვახო მეგრელიშვილი - „ფაშისტები“ და „ლიბერალები“ ერთი მედლის ორი მხარე აღმოჩნდნენ
ვახო მეგრელიშვილი - „ფაშისტები“ და „ლიბერალები“ ერთი მედლის ორი მხარე აღმოჩნდნენ

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს „გირჩის“ ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ფეისბუქის სტატუსით გამოეხმაურა.

როგორც ვახო მეგრელიშვილი წერს, საბოლოო ჯამში ე.წ.ფაშისტები და „ლიბერალები“ ერთი მედლის ორი მხარე აღმოჩნდნენ – უბრალოდ, გემოვნებაზე ვერ თანხმდებიან.

„ისე არც პირველები არიან „ფაშისტები“ და არც უკანასკნელები „ლიბერალები“, ორივე იდენტობის პოლიტიკის (თანამედროვე მარქსიზმის) მკეთებელი დაპირისპირებული დაჯგუფებებია. ეს არის სიმართლე და ბევრს ესმის ეს, თუ ცოტას, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც სიმართლედ დარჩება“, – წერს მეგრელიშვილი.