ვახო ჩარკვიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი საქართველოში – ხვიჩა კვარაცხელიამ „ვახოს თასის“ მონაწილეებს მიმართა [ვიდეო] #1TVSPORT

15:37, 22.02.2025

ნოდარ ახალკაცის სახელობის მოედანზე დაიწყო „ვახოს თასის“ გათამაშება, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი „საბურთალოს“ და „დინამოს“ აკადემიების აღზრდილი იყო, რომელსაც სისტემატურად იწვევდნენ 17 და 19-წლამდე ნაკრებებში. მაგრამ კორონავირუსისგან გარდაიცვალა, რომლის გამოც დღემდე გამოძიება მიმდინარეობს.

„ვახოს თასი“ სამ ასაკში გათამაშდება – მთავარი ჯილდოსთვის 2014, 2015 და 2016 წლებში დაბადებულთა 12-12 გუნდი, იბრძოლებს. ცალკე ჯილდო გათამაშდება დიდების გუნდებისთვის. ფინალური თამაშები კი ვახტანგ ჩარკვიანის დაბადების დღეს, 28 თებერვალს დაიგეგმა.

ტურნირის მონაწილეებს მიმართეს და წარმატებები უსურვეს ვახოს ყოფილმა გუნდელებმა, რომელთა უმრავლესობა დღეს საქართველოს ნაკრების წევრია – ხვიჩა კვარაცხელიამ, ზურიკო დავითაშვილმა, ანრი მექვაბიშვილმა, ირაკლი აზაროვმა გიორგი მამარდაშვილმა და გიორგი გაგუამ.

„ვახო იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი საქართველოში და მისი სახელობის ტურნირზე თამაში დიდი პატივია. ასე რომ, ყველას დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი