ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზვიად კუპრავას გამოკითხვა მიმდინარეობს
ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზვიად კუპრავას გამოკითხვა მიმდინარეობს

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზვიად კუპრავას გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს ეხება.

ზვიად კუპრავას განცხადებით, ამ გამოძიებას კანონის არც ერთ მუხლთან საერთო არ აქვს.

„სასამართლოს უპატივცემულობა არ შეიძლება ვინმემ გამოხატოს სასადილოში, რესტორანში, კაფე-ბარებსა და დისკოთეკებში. შეურაცხყოფის მიყენება ამ ადგილებში კანონის დარღვევად არ ითვლება. სასამართლოს უპტივცემულობა არის მხოლოდ სასამართლო დარბაზში, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას მიაყენებს მოსამართლეს, მხარეებს ან თანაშემწეს. თუ რამეს აპელირებენ, რომ სასამართლოს სასადილოში მოხდა, ეს არ იყო სასამართლოს დარბაზი. მათ სურთ ჩემი განეიტრალება და ეს არის მთავარი მიზანი, რომ ორი თვით მაინც გამანეიტრალონ. მე არ უარვყობ, რომ რამე ფაქტები არ იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ეს არ იყო სასამართლოზე სასამართლოს შემადგენლობით“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.