ვაისმა საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძე გამოიძახა
ვაისმა საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძე გამოიძახა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგისთვის იწყებს მზადებას. ტურნირი 6 სექტემბერს იწყება, მანამდე კი, 24 და 27 მარტს, ‘ჯვაროსნები’ თბილისში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ. ჩვენი მეტოქეები ლიტვისა და ესტონეთის ეროვნული გუნდებია. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება უფასოა.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა შეკრება 19 მარტიდან დაგეგმა და 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია – სლოვაკმა სპეციალისტმა ბელგიური “გენტის” 18 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გამოიძახა. უახლოეს ორ შეხვედრაში ასევე დაგეგმილი იყო ”რუსთავის” მცველის, ლევან გეგეჭკორის მიწვევა, თუმცა ტრავმის გამო ის შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

კიდევ ათ ფეხბურთელს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ნუკრი რევიშვილი (რუსთავი,), უჩა ლობჟანიძე (სამტრედია), ლაშა დვალი (პოგონი,პოლონეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), სანდრო კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (სლოვაცკო, ჩეხეთი)

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.