ვაგნერ ლავი „კაირატის“ ფეხბურთელი გახდა
ვაგნერ ლავი „კაირატის“ ფეხბურთელი გახდა

ვაგნერ ლავი ყაზახურ „კაირატში“ გადავიდა. „ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ახალი გამოწვევით“, – დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.

36 წლის ბრაზილიელი თავისუფალი აგეტი იყო, ამიტომ ყაზახურ კლუბს ის უფასოდ ხვდა წილად. ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

რამდენიმე კვირის წინ ვაგნერმა კონტრაქტი გაწყვიტა ბრაზილიურ „კორინთიანსთან“ და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მოსკოვის „ცსკა“-ში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც 2004-2011 წლებში თამაშობდა.

ვაგნერ ლავი წარსულში ისეთი გუნდების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა „პალმეირასი“, „ცსკა“, „ფლამენგო“, „კორინთიანსი“, „მონაკო“ და „ბეშიქთაში“. ბრაზილიის ნაკრებში მან 20 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.