ვაჟა მარგველაშვილის პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში, სადაც დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს.
ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) პირველ შეხვედრაში რუმინელი ლუსიან ბორს დიმიტრესკუ დამატებით დროში, გაფრთხილებებით დაამარცხა და 1/8 ფინალში იჭიდავებს. მეოთხედფინალში გასასვლელად ქართველი ბულგარელ დენისლავ ივანოვს შეხვდება.
დანარჩენი სამი ძიუდოსიტი – ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი პირველ დაპირისპირებებს რამდენიმე წუთში ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები 29,30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.