ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალშია, ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ხუთი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ტურნირს სამი მათგანი დაემშვიდობა.
66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალში ბელარუს დმტრი მინკოუს შეხვდა, მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი სერბ ბუნჩიჩს შეხვდება.
მედლისთვის ბრძოლას აგძელებს ეთერ ლიპარტელიანიც, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
თემურ ნოზაძე, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანინ და მარიამ ჯანაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
დღეს წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ. დღევანდელი ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟზე მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი იმუშავებს.