ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარია
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობა.
ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც ხანძრის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა.