ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა.
არსებული ინფორმაციით, შენობაში ხანძარი დაახლოებით 16:00 საათზე, მე-16 სართულზე გაჩნდა.