ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია იწყება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია იწყება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია იწყება. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის დაღრმავება და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ივალისწინებს ასევე მოცემულ ტერიტორიაზე არსებული უფინქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს.

რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი. კახა კალაძის თქმით, სარებილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება, რის შედეგადაც გაფართოვდება საავტომობილო გზა, ასევე იგეგმება გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანება.

„ეს სერიოზული პრობლემა იყო, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისა და მძღოლებისთვის, ვინც კონკრეტულად ამ გზებზე გადაადგილდება. დაახლოებით 20-25 წელია, ეს ადგილი არის ამ მდგომარეობაში. ჩვენ დაახლოებით სამ თვეში მოვაწესრიგებთ აქ ყველაფერს. გამყოფი ზოლი იქნება გამწვანებული, რეაბილიტირებული.  შახტა გადატანილი იქნება გვერდით და მოძრაობას ხელს აღარ შეუშლის. ყველანაირად იქნება მოწესროგებული და გამართული“, – განაცხადა კახა კალაძემ

სამუშაოებს შპს „ჰოდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 1 084 675 ლარია.