ვაცლავ ჰაველის ჯილდო ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ოიუბ ტეტიევმა მიიღო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაწესებული ვაცლავ ჰაველის ჯილდო ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა ოიუბ ტეტიევმა მიიღო.
უფლებადამცველი რუსი ძალოვანების დარღვევებს იძიებდა. მისი ბოლო საქმე გაუჩინარებულ ადამიანებს ეხებოდა, რომლებსაც სავარაუდოდ, თავად პოლიცია იტაცებდა.
ოიობ ტატიევი ამჟამად ციხეშია, რის გამოც მის ნაცვლად ჯილდო უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ წარმომადგენელმა მიიღო. ტეტიევს მარიხუანის შენახვა ედება ბრალად.
ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია 2013 წლიდან გაიცემა. ჯილდოს ოდენობა 60 000 ევროს შეადგენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჯილდოს რუსეთის მოქალაქე იღებს. 2015 წელს ჰაველის ჯილდო უფლაბადამცველმა ლიუდმილა ალექსეევამ მიიღო.