უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა დღეიდან იწყება

07:15, 10.12.2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურა დღეიდან იწყება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ორ კანდიდატს – ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძეს გაესაუბრებიან. გასაუბრება ჯამში 50 კანდიდატთან ჩატარდება.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართება. მოსმენა 11:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი