უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად დღეს კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად დღეს კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად დღეს კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება. უზენაეს სასამართლოში 11:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ.

გასაუბრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში სალომე სამხარაძესთან და მოსამართლე ნინო სანდოძესთან გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში ნინო სანდოძე მეორედ მონაწილეობს. მოსამართლე ნინო სანდოძე 2019 წელსაც მონაწილეობდა კონკურსში. ის 2018 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ ათ კანდიდატს შორისაც იყო. თუმცა მოსამართლეობის კანდიდატების ამ სიას დეპუტატების პროტესტი მოყვა, რის შემდეგაც ჩატარდა რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესი შეიცვალა. ამის შემდეგ, 2019 წელს გამოცხადდა კონკურსი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 50 კანდიდატი დარეგისტრირდა.

ამ დროისთვის კიდევ 23 კანდიდატია, რომლებთანაც გასაუბრება ჯერ არ ჩატარებულა.