უწყებათაშორისმა კომისიამ მეთორმეტე სხდომა გამართა
უწყებათაშორისმა კომისიამ მეთორმეტე სხდომა გამართა

იუსტიციის სამინისტროში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის მეთორმეტე სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა .

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიამ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მთავარი პროკურატურისა და შსს-ოს ანგარიში მოისმინა, ცესკო-ს წარმომადგენლისაგან კი, ინფორმაცია მიიღო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა საარჩევნო სიების დაზუსტების საკითხზეც.

თეა წულუკიანის თქმით, ცესკო მონაცემთა ბაზას სერვისების განვითარების სააგენტოდან 12 ნოემბერს გაითხოვს, რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სრულწლოვნები ხდებიან მეორე ტურის წინ ან რომლებიც იცვლიან რეგისტრაციის ადგილს, მათ შესახებ ინფორმაციის დაზუსტება მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისას მოხდება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა კეთდება უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე ასვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, იმისათვის, რომ მათ შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზაცია, საკონსულოებსა და საელჩოებში 24-საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ს​აგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხელოვნური დაბრკოლებები ექმნებათ, რეალობას არ შეესაბამება.

უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის პირველ ივლისს შეიქმნა.