ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი USS McCampbell-ი რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა
ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი USS McCampbell-ი რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა

ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი USS McCampbell-ი რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა, – ინფორმაციას აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს. სარაკეტო გამანადგურებელი ვლადივასტოკს მიუახლოვდა, სადაც რუსული ფლოტის ბაზა მდებარეობს.  როგორც ამერიკელი სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ნაბიჯით აშშ-მა პასუხი გასცა „რუსეთის გადაჭარბებულ პრეტენზიებს ზღვაში“.

აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი არ ცნობს მოსკოვის პრეტენზიებს იმ საზღვაო ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთი სანაპიროდან 12 მილის მანძილზე შორს მდებარეობს.

როგორც ცნობილია, სარაკეტო გამანადგურებელი USS McCampbell-ი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ბოლოს აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალები რუსეთის საზღვრის ამ ტერიტორიას 1987 წელს მიუახლოვდნენ.