უსმან დემბელე საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირიმა (UNFP) ლიგა 1-ის 2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე დაასახელა.
დემბელესთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე აშრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე, ვიტინია (ყველა პსჟ) და რაიან ჩერკი („ლიონი“) იყვნენ წარდგენილები.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული უკვე ოფიციალურად მოიპოვა, რაშიც დემბელემ დიდი წვლილი შეიტანა. 27 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატში 28 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. ის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია.
გასული ოთხი წლის მანძილზე აღნიშნულ ჯილდოს კილიან მბაპე იგებდა, რომელიც 2024 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავიდა.
საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად დასახელდა 2024/25 წლის სეზონის ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდიც:
მეკარე: ლუკა შევალიე („ლილი“).
მცველები: ნუნუ მენდეში, უილიამ პაჩო, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი (ყველა პსჟ).
ნახევარმცველები: ვიტინია, ჟოაო ნევეში, დეზირე დუე (ყველა პსჟ).
თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე (პსჟ), რაიან ჩერკი („ლიონი“).
Cette saison, le génie est sorti de sa lampe et l’on a vu le vrai @dembouz 😤
Performant, décisif, régulier, toujours dribbleur de génie, le meilleur espoir de 2016 a été exceptionnel et il est plébiscité comme il se doit…
Il est le lauréat du Trophée UNFP du meilleur joueur… pic.twitter.com/cinwnkVBBg— UNFP (@UNFP) May 11, 2025