უშიშროების საბჭოს სხდომას მამუკა ბახტაძეც დაესწრება
უშიშროების საბჭოს სხდომას მამუკა ბახტაძეც დაესწრება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ეს იქნება უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც მამუკა ბახტაძე დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ, 6 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატო-ს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.