უშანგი ჩხეიძის N8-ში მცხოვრებლები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ
უშანგი ჩხეიძის N8-ში მცხოვრებლები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ

უშანგი ჩხეიძის N8-ში მცხოვრებლები საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაა, 40-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მათი თქმით, უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, რამდენიმე ოჯახს კი დევნილის სტატუსი აქვს.

რამდენიმე თვეა საქალაქო სასამართლოში საქმეზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

ჩხეიძის N8-ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ შესაძლოა საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩნენ, რადგან სახელმწიფომ სარჩელი მათ წინააღმდეგ მოამზადა.