უსეინ ბოლტმა მალტაში გადასვლა არ ისურვა (ვიდეო)

უსეინ ბოლტმა მალტური საფეხბურთო კლუბის, „ვალეტას“ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და თამაშს ავსტრალიის „სენტრალ კოუსტ მარინერსში“ განაგრძობს. მძლეოსნობაში რვა ოლიმპიური მედლის მფლობელი სპორტსმენი, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში გამოსვლას თავი 2017 წელს დაანება, ახლა ცდილობს პროფესიულ ფეხბურთში მიაღწიოს წარმატებას. 32 წლის ბოლტმა „სენტრალ კოუსტ მარინერსის“ მაისურით უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო და ეს წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში მოახერხა.

„ამჟამად უსეინი არ განიხილავს მალტაში გადასვლის საკითხს“, – განაცხადა სპორტსმენის აგენტმა და დაამატა, რომ მსგავს შეთავაზებებს ბოლტი სისტემატიურად იღებს.

პასუხად, „ვალეტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა:

„ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ უსეინ ბოლტს საფეხბურთო კარიერაში. ჩვენი შეთავაზება მუდმივად ძალაშია“.